ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებზე პოზიციები დაახლოვდა - ირაკლი კობახიძე

სამშაბათი, 22 მაისი, 2018 - 18:16

გვქონდა მოცემულობა, როდესაც დაახლოვდა პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დღეს გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს.

„ჩვენ გვქონდა პირველი ფართო შეხვედრა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით, უმრავლესობის ფორმატში, ესწრებოდა ამ შეხვედრას, როგორც ცნობილია, პარტიის თავმჯდომარე. განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს ნარკოპოლიტიკასთან. გვქონდა მოცემულობა, როდესაც დაახლოვდა პოზიციები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. კონკრეტიკისგან დღეს თავი უნდა შევიკავოთ იმის გამო, რომ ვფიქრობ, გარკვეული საკითხების დაკონკრეტება ხელს შეუშლის მომავალში კიდევ უფრო მეტად ამ პოზიციების დაახლოებას. პრინციპები რჩება იგივე. პრინციპი არის ის, რომ ჰუმანური მიდგომა უნდა იყოს გამოვლენილი მომხმარებელთა მიმართ. რაც შეეხება ნარკოტიკების რეალიზაციას, ამ კუთხით იქნება პოლიტიკა გატარებული მკაცრი და ზოგადად, მიდგომა არის ის, რომ უნდა მოხდეს რეგლამენტაცია იმ საკითხების, რომლებიც არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებასთან და ნარკოტიკების გასაღებასთან“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი თქმით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით, გუნდში განსხვავებული მოსაზრებები რჩება, თუმცა, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ საბოლოო ჯამში, პოზიციების მთლიანად დაახლოება მოხერხდება. ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ კანონპროექტზე კენჭისყრა თავისუფალ რეჟიმში ჩატარდეს.

„იყო განსხვავებული მოსაზრებები, რჩება განსხვავებული მოსაზრებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა, მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში მოხერხდება პოზიციების მთლიანად დაახლოება. ამის დიდი იმედი მაქვს. არ არის ზოგადად გამორიცხული ისიც, რომ კენჭისყრა ჩატარდეს თავისუფალ რეჟიმში, როდესაც უმრავლესობის უმრავლესობა იღებს გადაწყვეტილებას, თუმცა, კიდევ ერთხელ, იმედს გამოვთქვამ, რომ მაქსიმალურად დაახლოვდება პოზიციები თითოეულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ კონკრეტიკაზე საუბარი არ სურს, რადგან, მისივე თქმით, ეს არ წაადგება იმ კონსულტაციებს, რომლებიც უახლოეს დღეებში გაიმართება. მისი თქმით, დრო საკმაოდ შეზღუდულია და საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად, პრაქტიკულად, დღეებია დარჩენილი.

„ივნისის დასაწყისში მაქსიმუმ, კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება კანონპროექტთან დაკავშირებით და ამის შემდეგ უკვე პლენარულ სხდომაზე მიიღება გადაწყვეტილება კანონპროექტზე. შესაბამისად, გვაქვს დღეები, პრაქტიკულად, იმისთვის, რომ საბოლოო პოზიცია ჩამოვაყალიბოთ. არის რთული საკითხი, არის მგრძნობიარე საკითხი გუნდისთვის, საზოგადოებისთვის, აქედან გამომდინარე, ჩვენ გვირჩევნია, კიდევ დავიტოვოთ მცირე დრო, რამდენიმე დღე იმისთვის, რომ საბოლოოდ დავაახლოვოთ პოზიციები და კონკრეტიკაც ამის შემდეგ გახდება ცნობილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება უკვე ინიცირებულ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძის თქმით, გადაწყვეტილება, რომელსაც საბოლოოდ, უმრავლესობა მიიღებს, მთელ რიგ საკითხებში განსხვავებული იქნება.

„ბუნებრივია, ის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ იქნება მიღებული საპარლამენტო უმრავლესობის მიერ, იქნება განსხვავებული მთელ რიგ საკითხებში ინიცირებული კანონპროექტისგან. მთავარი ჩვენთვის იყო პოზიციების დაახლოება. ანუ, არსებითად, ერთ მხარეს, ერთი მხარის პოზიციებს გამოხატავდა ის კანონპროექტი, იყო განსხვავებული მოსაზრებები და სწორედ ამ პოზიციების შეჯერებაზეა საუბარი, აქედან გამომდინარე, ის გადაწყვეტილება, რომელიც საბოლოოდ იქნება მიღებული, ბუნებრივია, იქნება რიგ საკითხებში განსხვავებული დღეს ინიცირებული კანონპროექტისგან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ამოცანაა, საკითხთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მიღება საშემოდგომო სესიამდე.

„ეს ნიშნავს იმას, რომ მაქსიმუმ ივლისის თვეში, ივნისში სრულდება მორიგი სესია, შეგვიძლია, გავაგრძელოთ მუშაობა. მაქსიმუმ ივლისში უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ანუ კანონპროექტი, რომელიც არის დაკავშირებული ნარკოპოლიტიკასთან“, - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45