რუსული ბირთვულ ენერგოდანადგარიანი ფრთოსანი რაკეტა გამოცდის დროს აფეთქდა

სამშაბათი, 22 მაისი, 2018 - 11:09

რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ ბირთვული ენერგოდანადგარით გამოცდას ვერ გაუძლო და დაახლოებით ორ წუთში მარცხით დასრულდა.  აღნიშნულის შესახებ  ამერიკული სატელევიზიო არხის CNBS-ის ჟურნალისტები აცხადებენ.

როგორც CNBS-ის ვებ-გვერდზე წერია,  სავარაუდოდ,  ტესტები  2017 წლის ნოემბერსა და მიმდინარე წლის თებერვალში ჩატარდა და ყველა მათგანი წარუმატებელი აღმოჩნდა. გამოცემა იუწყება, რომ ტესტის ხანგრძლივობა დაახლოებით ორი წუთი გაგრძელდა, 35 კილომეტრის  შემდეგ  რაკეტამ  კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. ამის მიზეზი კი  ძრავის ბენზინიდან ბირთვულ საწვავზე გადასვლა გახდა.

ამერიკელი ჟურნალისტები ასევე ადასტურებენ, რომ კიდევ ერთი რუსული ზებგერითი რაკეტის გამოცდა, რომელსაც ბირთვული ქობინის გადატანა შეუძლია, წარმატებით ხორციელდება. მისი გამოცდა ზაფხულში  მეოთხედ გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44