ეკა ბესელია საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან ერთად ავსტრიის რესპუბლიკას ვიზიტით ეწვევა

ორშაბათი, 21 მაისი, 2018 - 23:37

23 -24 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რომან გოცირიძე, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით და ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან პარტნიორობით, ავსტრიის რესპუბლიკას ეწვევიან.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს იუსტიციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, მიჰაელა შტაინაკერთან. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები შეხვდებიან ავსტრიის ეროვნული საბჭოს საფინანსო კომიტეტის თავმჯდომარეს, ამავე კომიტეტისა და საბიუჯეტო კომიტეტების წარმომადგენლებს, ასევე კონტროლის პალატის დასკვნითი კონტროლისა და ფედერალური კონტროლის დეპარტამენტის დირექტორს. დაგეგმილია შეხვედრები ავსტრიის რესპუბლიკის ფინანსთა ფედერალურ სამინისტროში, საჯარო სამსახურისა და სპორტის სამინისტროს ეფექტურობის ფედერალური კონტროლის სამსახურში და ფედერალური კანცლერის სამსახურის საფინანსო დეპარტამენტში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.87
  • 3.25
  • 0.04
  • 0.51
  • 1.44