ბათუმში ახალგაზრდა კინომატოგრაფისტების საერთაშორისო კინოსკოლა „თანამეგობრობა“ გაიმართება

სამშაბათი, 22 მაისი, 2018 - 10:15

22-27 მაისს ბათუმში  ახალგაზრდა კინომატოგრაფისტების საერთაშორისო კინოსკოლა „თანამეგობრობა“ გაიმართება. მასში მონაწილეობას 14 ქვეყნიდან 50-ზე მეტი კინემატოგრაფისტი მიიღებს.

კინოსკოლის გახსნის და დახურვის საზეიმო ცერემონიას ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი უმასპინძლებს. 23 მაისს 17:30 გაიმართება გახსნის ცერემონია, ხოლო 26 მაისს 18:00 დაიწყება დახურვის ცერემონია და გამაარჯვებულთა დაჯილდოვება.

წელს საერთაშორისო კინოსკოლის ფარგლებში იმუშავებს ორი სემინარი - რეჟისორებისთვის და სცენარისტებისთვის. სემინარებს გაუძღვებიან ცნობილი რუსი რეჟისორები ალექსეი გერმანი-უმცროსი (ფილმით „დოვლატოვი“), ალექსანდრე კოტტი (ფილმით „სპიტაკი“), არტურ ვეებერი (ფილმ „მანდარინების“ პროდიუსერი) და სხვ.

ახალგაზრდა რეჟისორების შერჩევა  დიდ საერთაშორისო და ეროვნულ ფესტივალებში  მათი მონაწილეობის პრინციპით მოხდა.  გამოვლინდებიან გამარჯვებულები - სარეჟისორო სემინარის მონაწილე მოკლემეტრაჟიანი ფილმების ავტორები.

გარდა საკონკურსო და არასაკონკურსო პროგრამებისა, საერთაშორისო კინოსკოლის პროგრამაშია მასტერ-კლასები; დისკუსიები, მრგვალი მაგიდები და ა.შ. კინოსკოლის ფარგლებში მოეწყობა ბაადურ წულაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება. კინოსკოლას ხელმძღვანელობს ცნობილი კინომცოდნე, რუსეთის კინემატოგრაფიული ხელოვნების აკადემიის წევრი ვიაჩესლავ შმიროვი.

პროექტს საფუძველი 2016 წელს ჩაეყარა. არსებობის მანძილზე, კინოსკოლის საპატიო სტუმრები გახდნენ გამოჩენილი რეჟისორები ალექსანდრე მინდაძე, ალექსანდრე სოკუროვი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ალექსეი ფედორჩენკო.

კინოსკოლა ხორცილედება თანამეგობრობის ქვეყნების საერთაშორისო ჰუმანიტარული ფონდის (МФГС) მხარდაჭერით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53