ინდოეთში საშიში ვირუსით ხალხი იღუპება

ორშაბათი, 21 მაისი, 2018 - 18:07

ინდოეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით, ნიპას ვირუსით დაინფიცირებული  ცხრა ადამიანი დაიღუპა.

ანალიზით დადასტურდა, რომ გარდაცვლილთაგან სამი ნიპას ვირუსით იყო დაინფიცირებული, დანარჩენი ექვსი დაღუპულის ნიმუშების პასუხები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.

ინდოეთის ქალაქ კოჟიკოდეში ამ ინფექციის სიმპტომებით 25 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული.

ნიპას ვირუსი  10 ყველაზე საშიში ინფექციური დაავადებების სიაშია შეტანილი და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკიდურესად შემაშფოთებელ ვირუსად მიიჩნევს.  არ არსებობს მისი საწინააღმდეგო ვაქცინა და  დაინფიცირებული პაციენტების 70% იღუპება. 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51