ვფიქრობ, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა მოხერხდება - ირაკლი კობახიძე

, 20 მაისი, 2018 - 20:44

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დოკუმენტთან დაკავშირებით, შეთანხმების მიღწევა უახლოეს პერიოდში მოხერხდება.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამოცანა ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოება და საქართველოში ნარკომოხმარების შემცირებაა.

„პარლამენტი მუშაობს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე საკმაოდ დიდი ხანია. ჩვენ გავიხანგრძლივეთ ერთი თვით ამ დოკუმენტზე მუშაობის ვადა. ეს ვადა იწურება დაახლოებით თვის ბოლოსთვის, მომავალი თვის დასაწყისში. შესაბამისად, დრო ბევრი არ არის დარჩენილი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ამ დროის განმავლობაში ჩვენ მოვახერხებთ შეთანხმების მიღწევას დოკუმენტთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ ისეთი დოკუმენტი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყანაში ჰუმანური ნარკოპოლიტიკის წარმოებას და რომელიც მაქსიმალურად ხელს შეუწყობს ნარკომოხმარების შემცირებას საქართველოში. ეს არის ამოცანა. ამ ამოცანიდან გამომდინარე ვიმოქმედებთ და ვფიქრობ, რომ შეთანხმება იქნება მიღწეული”, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45