საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში ყველაზე ამბიციური პროექტი დაიწყო

პარასკევი, 18 მაისი, 2018 - 19:47

აშშ-საქართველოს ყველაზე ამბიციური პროექტი - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო.

„საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ფარგლებში ახალი ეპოქა იწყება, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივებში ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, თითოეული მოქალაქის დაცულობის ხარისხს უფრო გაზრდის და გააძლიერებს“, - ამ სიტყვებით შეაფასა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ GDRP-ის დაწყება და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) გახსნა დღეს, ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე.

აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ კი, აღნიშნა, რომ პროექტი მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ აშშ და საქართველო იზიარებენ საერთო ვალდებულებას, უზრუნველყონ ქართველი ხალხის უსაფრთხოება და რეგიონის სტაბილირობა.

ახალი საბრძოლო მომზადების ცენტრის სამწყობრო მოედანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი, რომელიც GDRP პროგრამით მომზადებას პირველი გაივლის, ასევე, წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) საბრძოლო მომზადების ცენტრისა და აშშ-ის 173-ე საპარაშუტო ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეების კოლოფები.

პროექტის მნიშვნელობაზე სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიაბაიამ და აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურმა, ნატოს მოკავშირე ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, გენერალმა კურტის სკაპაროტიმ მიმართეს. შემდეგ კი, საბრძოლო მომზადების ცენტრი სიმბოლურად ლენტის გაჭრით გახსნეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) ამერიკელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და მხარდაჭერით ხორციელდება, რაც საბოლოო ჯამში აამაღლებს საბრძოლო მზადყოფნის დონეს და დადებითად აისახება საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაზე. მისი მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.

GDRP-ის სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის მნიშვნელოვანი აქტივობები ჯერ კიდევ 2017 წელს განხორციელდა - პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მოხდა კონკრეტული ქვედანაყოფების განსაზღვრა და დაიწყო მათი მოსამზადებელი ტრენინგები. პროგრამის ფარგლებში დაკომპლექტდება, აღიჭურვება და გაიწვრთნება შეიარაღებული ძალების ცხრა სამანევრო ბატალიონი. თითოეული ბატალიონის მომზადება უშუალოდ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 3 თვის განმავლობაში. ამერიკელი პარტნიორების დახმარებითვე მოხდება საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) აღჭურვა თანამედროვე სიმულაციური და საწვრთნელი ტექნოლოგიებით. GDRP-ის აქტიური ფაზა 2018 წლის გაზაფხულზე იწყება და 2021 წლამდე გაგრძელდება.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა მისი განხორციელების პირველ ეტაპზე ჩატარდება აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით, ხოლო შემდგომ წლებში მოხდება უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის გადაბარება ქართველ ინსტრუქტორებზე.

2020 წლიდან აღნიშნულ პროგრამას მთლიანად უხელმძღვანელებენ საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) ქართველი ინსტრუქტორები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45