დღეს თქვენ პარლამენტიდან ბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით - თამარ ჩუგოშვილი გიორგი გახარიას

პარასკევი, 18 მაისი, 2018 - 19:27

ბატონო გიორგი, დღეს თქვენ პარლამენტიდან თბილისში ბრუნდებით ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მხარდაჭერით. ეს თქვენთვის, ჩვენთვის, პარლამენტისთვის და მთლიანად გუნდისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. გილოცავთ ამ დღის ძალიან წარმატებით, პროფესიონალურად, და კომპეტენტურად ჩატარებას, - მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა.

მისი განცადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მნიშვნელოვანია იმის მოსმენა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა არის პრიორიტეტი.

„ეს არ არის მხოლოდ სიტყვები. ჩვენ, ყველამ, საკმაოდ მკაფიოდ და ნათლად დავინახეთ, რომ გადადგმულია მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლის შედეგებს ყოველდღიურად ვხედავთ. ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, სიძულვილის მოტივირებით დანაშაულის მიმართ ბრძოლის საკითხებში - შინაგან საქმეთა სამინისტრო არის ისეთი ეფექტური როგორც არასდროს. ქალთა მიმართ ძალადობის სტატისტიკის ზრდა არის არა იმის მაჩვენებელი, რომ ძალადობა იზრდება, არამედ იმისა, რომ პოლიცია გახდა ეფექტური, ძლიერი და როგორც იქნა ქალებს, რომლებიც ამ ტიპის ძალადობის ქვეშ არიან, გაუჩნდათ განცდა, რომ სახელმწიფო მათ იცავს, რაც ძალიან პოზიტიური და მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, გასული კვრის განმავლობაში, ბევრი კითხვა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით რომელი ჯგუფის ინტერესი დაიცვა და სწორად მოიქცა თუ არა პოლიცია. პირველი ვიცე-პიკერის შეფასებით, პოლიცია ამ დღეებში იყო მოწოდების სიმაღლეზე, ისე როგორც არასდროს.

„პოლიცია, სახელმწიფო, იცავს კანონს და არა იმ პირებს, რომელიც მოსწონს ან არ მოსწონს, არამედ იცავს იმ ადამიანებს, რომლებიც კანონის ფარგლებში გამოხატავენ ერთი მხრივ, თავის აზრს და მეორე მხრივ, თუკი ვინმე ცდება კანონის ფარგლებს კანონით გათვალისწინებული წესით აგებს პასუხს. ეს არის ნორმალური სახელმწიფო, ეს არის ჯანსაღი დამოკიდებულება სახელმწიფოსი და პოლიციისა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მიმართ. პოლიცია ამ დღეებში იყო მოწოდების სიმაღლეზე, ისე როგორც არასდროს“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისი შეფასებით, პოლიციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანი არის ეფექტურობა, სიმკაცრე, პოლიტიკური ნეიტრალობა და მოქალაქეებზე ზრუნვა.

„ეს არის ძალიან რთული კომბინაცია რომლის რეალობაში განსახორციელებლად პრინციპული, მძიმე, სწორი და ფრთხილი ნაბიჯების გადადგმა არის საჭირო და მე მინდა მოგილოცოთ, რომ თქვენ სწორად დგამთ ამ ნაბიჯებს. ასე რომ წაიღეთ ჩვენი ნდობა დამატებით თბილისში და წარმატებებს გისურვებთ იმ ამბიციური გეგმების განხორციელებაში, რომელზეც დღეს თქვენ ისაუბრეთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.84
  • 3.23
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45