აშშ-მ და ჩინეთმა ახალ სავაჭრო ომებზე უარი თქვეს

, 20 მაისი, 2018 - 13:06

ჩინეთის და აშშ-ის ხელისუფლება შეთანხმდნენ, რომ არ დაიწყონ ახალი სავაჭრო ომები. ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენელმა ვიცე-თავმჯდომარე ლიუ. ხემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება  არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ დანარჩენი მსოფლიოს ინტერესებს გამოხატავს.

"ჩინურ-ამერიკული მოლაპარაკებების ყველაზე დიდი შედეგია ის, რომ ჩვენ გავერთიანდით და არ დავიწყებთ სავაჭრო ომს", - განაცხადა ლიუ. ხემ.

 მისივე თქმით, ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც წარმატების საწინდარია, კონსენსუსია, რომელიც მიღწეულია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსის აღმოსაფხვრელად. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45