ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში პატრულირებას საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი იწყებს

პარასკევი, 18 მაისი, 2018 - 21:41

ორშაბათიდან თბილისის ტურისტულ ზონებში პატრულირებას საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფის 20 ეკიპაჟი  იწყებს,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა.

“გვინდა ასევე მოგახსენოთ რამდენიმე სიახლე, რასაც ჩვენ ორშაბათიდან დავიწყებთ. ეს გახლავთ ქვეითი პატრული. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება და ეს ერთის მხრივ არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკისთვის დიდი სარგებელი. თუმცა სამართალდამცავი სისტემისთვის ეს გახლავთ სერიოზული გამოწვევა, რამეთუ ამხელა „ტრეფიკს“ ტურისტების მოყვება თავისი რისკები. დღეის მდგომარეობით, ჩვენ განსაზღვრული გვაქვს თბილისსში კონკრეტული ლოკაციები და კონკრეტული მარშრუტები. ორშაბათი დღიდან საპატრულო პოლიციის ქვეითი ქვედანაყოფების 20 ეკიპაჟი დაიწყებს პატრულირებას ტურისტულ ზონებში, ყოველთვიურად მიემატება მას დამატებით 20 ეკიპაჟი. ჩვენ ვგეგმავთ, რომ ქვეითი პატრულირების ქვედანაყოფი შედგებოდეს 60 ეკიპაჟისგან, რომელმაც სრულად უნდა გააკონტროლოს თბილისში ტურისტული ლოკაციები. ეს გახლავთ ჩათვალეთ ე.წ. მსგავსი ტურისტული პატრულისა, რომელიც რა თქმა უნდა იქნება ეფექტური, მიეხმარება როგორც მართლწესრიგის დაცვას, ასევე მომსახურებას გაუწევს ტურისტებს, რომლებიც სტუმრობენ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას“. - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.09
  • 3.46
  • 0.04
  • 0.42
  • 1.55