იგეგმება თავდასხმა და პროვოკაცია "ქართული მარშის" ლიდერებზე - სანდრო ბრეგაძე

შაბათი, 19 მაისი, 2018 - 21:23

„ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ორგანიზაციის ლიდერებზე თავდასხმა იგეგმება.

"დაზუსტებული ინფორმაციით იგეგმება თავდასხმა და პროვოკაცია "ქართული მარშის" ლიდერებზე. წინასწარ ვაფრთხილებ ამ პროვოკაციის დამგეგმავებს - თუ ჩემზე განხორციელდა თავდასხმა, მაშინ გამოვიყენებ ჩემს ხელთ არსებულ ყველა საშუალებას და შემდეგ არ დაიწყოთ, რომ ჩვენ ვართ მოძალადეები და ასე შემდეგ. იმ დროს როდესაც სახელმწიფო ვერ იცავს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჩვენ სრული უფლება გვაქვს თავად დავიცვათ თავი", - აცხადებს სანდრო ბრეგაძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.62
  • 3.06
  • 3.45
  • 0.04
  • 0.42
  • 1.54