რეგიონის სრული კოლაფსი მოახლოებულია - ვასილ პაპავა

სამშაბათი, 02 იანვარი, 2018 - 12:42

ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ირანისტი ვასილ პაპავა ირანში განვითარებული მოვლენების ფონზე, არ გამორიცხავს რეგიონში კოლაფსსა და არეულობას. 

როგორც პაპავა აცხადებს, დასავლეთმა ირანის დაშლა გადაწყვიტა,  სავარაუდოდ, ირანში მაცხოვრებელ დაახლოებით 30 მლნ.  ირანელ აზერბაიჯანელებს აუჯანყებენ. საპასუხოდ ირანი შიიტურ კარტას გაათამაშებს და შეეცდება ალიევის რეჟიმის დამხობას,  აზერბაიჯანში მცხოვრებთა დაახლოებით  75%-ს კი  შიიტები შეადგენს.

" ერთი სიტყვით - რეგიონის სრული კოლაფსი მოახლოებულია  და ეს დამოკიდებულია იმაზე დაშლიან ირანს თუ ვერა", - აცხადებს პაპავა.

მისივე თქმით, გასათვალისწინებელია ის, რომ  ირანს მართავენ სასულიერო პირები და არა საერო.

"ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ირანელი სასულიერო პირების უზარმაზარი პოტენციალი ჩამოსაწერი არაა: - 100-ზე მეტი აიათოლა - 100 000 მოლა - ათიათასობით მეჩეთი - მილიონობით მხარდამჭერი, ბასილ მკალავიშვილის მრევლი არ გეგონოთ", - აცხადებს ვასილ პაპავა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53