თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე ქართველ მშვიდობისმყოფელებს ახალი წელი მიულოცეს

ორშაბათი, 01 იანვარი, 2018 - 02:24

ახალი წლის შემოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა სამშობლოდან შორს - საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს ვიდეოკონფერენციის საშუალებით მიულოცეს.

სენაკის II ქვეითი ბრიგადიდან პირდაპირი ჩართვა ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე განხორციელდა. ლევან იზორიამ და გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ნატოს ეგიდით ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიასა და ევროკავშირის ეგიდით მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე მისიებში ჩართულ ქართველ სამხედროებს მშვიდობიანი წელი, საერთაშორისო მისიის ღირსეულად დასრულება უსურვეს და მსოფლიოს უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.

ქართველ მშვიდობისმყოფელებთან ჩართვისას მათ 2017 წელიც შეაჯამეს და აღნიშნეს, რომ ახალი წელი კიდევ უფრო საინტერესო იქნება. სენაკის II ქვეითი ბრიგადიდან ვიდეოკონფერენცია ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხი ლოკაციიდან განხორციელდა. ქართველი სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, მაზარ-ი-შარიფში ბაზა „მარმალზე“ და აფრიკის კონტინენტზე - მალისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45