თბილისს საჩუქრად MAN-ის ახალი ავტობუსი გადაეცა

, 31 დეკემბერი, 2017 - 23:50

თბილისს საჩუქრად “MAN”-ის ახალი ავტობუსი გადაეცა. საახალწლოდ გაფორმებული ავტობუსით დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ იმგზავრა და პირველ მგზავრებს ახალი წელი მიულოცა.

“კომპანია “MAN”-მა საჩუქად გადმოგვცა ერთი ახალი ლურჯი ავტობუსი და მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიას. თქვენ იცით, რომ ჩვენ დაგეგმილი გვაქვს არსებული ყვითელი ავტობუსების ავტოპარკის სრულად ჩანაცვლება, რაც მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს. საახალწლოდ ეს საჩუქარი ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნოა. ავტობუსი არის მორთული საახალწლოდ. დავდივართ დედაქალაქის ქუჩებში და ვულოცავთ გაჩერებებზე მომლოდინე ადამიანებს, დედაქალაქის მცხოვრებლებს ახალ წელს”, - განაცხადა კახა კალაძემ.

გერმანულმა კომპანია „Man Truck and Bus AG“-იმ დედაქალაქს ახალი ავტობუსი საჩუქრად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით განხორციელებული „თბილისის ავტობუსების პროექტის“ ფარგლებში გადასცა.

ახალი ავტობუსი ევროსტანდარტების შესაბამისი, ეკოლოგიურად სუფთა, CNG ძრავზე მომუშავე, ადაპტირებული და კომფორტულია, ისევე როგორც პროექტის ფარგლებში შეძენილი სხვა ავტობუსები. ავტობუსის ღირებულება 190 000 ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45