გიორგი მარგველაშვილმა ახალი წელი საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს მიულოცა

, 31 დეკემბერი, 2017 - 18:29

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის რაიონის ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზის მიღმა მცხოვრებ დათა ვანიშვილს და ადგილობრივ მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა, მშვიდობა და საქართველოს გაერთიანება უსურვა.

"მინდა, რომ აქედან მოგილოცოთ ახალი წელი. იმ ადგილიდან, რომელიც ყველაზე მეტად გვტკივა. აქ, რუსმა ოკუპანტებმა ჩვენს ცოცხალ სხეულზე გაავლეს ეს მავთულხლართი და გაჭრეს ჩვენი ქვეყანა დროებით. როცა ჩამოვდივარ აქ, ყოველთვის მომავლის იმედის და იმის განცდა მეუფლება, რომ ეს მავთულხლართი აუცილებლად იქნება აღებული. იქნება აღებული მშვიდობით, ჩვენი და საქართველოს ყველა მოქალაქის გაერთიანებით. ვულოცავ დათა პაპას, ადამიანს, რომელიც ესე გმირულად აგრძელებს მავთულხლართს იქით თავის მოღვაწეობას თავის ქვეყანაში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა და დათა ვანიშვილს სიმბოლურ საჩუქრად იმ ფოტოების ალბომი გადასცა, სადაც ასახულია საქართველოს მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართ.

გიორგი მარგველაშვილმა ხურვალეთის საგუშაგოზე, პოლიციელებსაც მიულოცა ახალი წელი, მშვიდობა და სტაბილურობა უსურვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.46
  • 3.08
  • 3.47
  • 0.04
  • 0.66
  • 1.45