საგამოძიებო სამსახურმა უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინა

პარასკევი, 29 დეკემბერი, 2017 - 14:01

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ოთხი ფაქტი გამოავლინეს და ბრალდებულის სახით, პასუხისგებაში ოთხი პირი მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, ქალაქ თბილისში, მცხეთა-მთიანეთისა და სამეგრელოს რეგიონებში, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული სხვადასხვა სახის უაქციზო ალკოჰოლური სასმელის შენახვა - გადაზიდვა - რეალიზაციას ახდენდნენ.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ჯამში 265 ბოთლი სხვადასხვა დასახელების ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი - „Hennesy XO”, „CHIVAS REGAL“ „BELUGA“, „NEFT“, „FINLANDIA“. ამოღებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელის ღირებულება 14 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45