ეროვნული ბანკი რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) - შესახებ სახელმძღვანელოს აქვეყნებს

პარასკევი, 29 დეკემბერი, 2017 - 12:43

 საქართველოს ეროვნული ბანკი, საზედამხედველო მიდგომების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, აქვეყნებს რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო ჩარჩოს - რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) - შესახებ სახელმძღვანელოს.

დოკუმენტის მიზანია, კომერციულ ბანკებს, ინვესტორებს, დეპოზიტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების შესახებ და ხელი შეუწყოს საფინანსო სექტორში სწორი მოლოდინების შექმნასა და სექტორის პროციკლური ქცევის პრევენციას.

სახელმძღვანელო ასახავს იმ პრინციპებს, რომელსაც ეფუძნება საზედამხედველო ქმედებები და ღირებულებებს, რომლითაც ხელმძღვანელობს საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაში ჩართული თითოეული თანამშრომელი. დოკუმენტში აღწერილია როგორც GRAPE-ს ფარგლებში შესაფასებელი რისკების კატეგორიები და მათი შეფასების კრიტერიუმები, ასევე შეფასების პროცესში ეროვნული ბანკის რესურსების განაწილება და სტრუქტურული მოწყობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52