დროა მივმართოთ ღმერთს - იერუსალიმში წვიმისთვის ლოცვებს აღავლენენ

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 21:22

იერუსალიმში, გოდების კედელთან წვიმის გამოგზავნისთვის ლოცვაში რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, - იტყობინება  Walla.

მორწმუნეებმა ლოცვა სოფლის მეურნეობის მინისტრ ური არიელისა და ისრაელის ორი მთავარი რაბინის მოწოდების შემდეგ აღავლინეს.

მოწოდებაში ისინი ამბობდნენ, რომ გვალვა უფრო და უფრო საშიშ მასშტაბებს იღებს, რაც კატასტროფულ შედეგებამდე მიდის და, შესაბამისად, "დროა მივმართოთ ღმერთს".

"ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირეთ წყლის ფასი, ასევე ვეძებთ წყლის მოხმარების შემცირების გზებს. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთოთ წყლის სექტორში და ფერმერებისთვის,თუმცა ლოცვა ნამდვილად დაგვეხმარება ", - განაცხადა მინისტრმა ური არიელმა.

ისრაელი ხუთი წლის განმავლობაში წყლის რეკორდულ კრიზისს განიცდის. გალილეის ზღვაში წყლის დონე ბოლო საუკუნეში ყველაზე დაბალია, იორდანის მდინარე კი შრება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.47
  • 2.9
  • 3.31
  • 0.04
  • 0.53
  • 1.46