ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 20:19

მეგობრებო, წარმოიდგინეთ რომ თქვენ ხართ ნაფიცი მსაჯულები პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე. საქმეში წარმოდგენილია შემდეგი მტკიცებულებები: პოლიციის ახსნა განმარტება: პოეტი ზვიად რატიანი გამოვიდა ნასვამი ქუჩაში და ხმამაღლა იგინებოდა, განსაკუთრებით ხაზგამსმით აგინებდა კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს. მას მიუახლოვდნენ პოლიციელები და ზრდილობიანად მიმართეს: "მოქალაქევ, გთხოვთ შეწყვიტოთ ხულიგნობა", საპასუხოდ გაშმაგებული რატიანი თავს დაესხა პოლიციელებს, თუმცა ვერ მოზომა სიჩქარე და პოლიციის მანქანას შეასკდა, რა დროსაც მიიღო მრავლობითი დაზიანებები. სწორედ ამ დროს აბსოლუტურად შემთხვევით ტექნიკური ხარვეზის გამო ერთდროულად გამოირთო ოპერაციაში მონაწილე ყველა პოლიციელის სამხრე კამერა. მოგვიანებით წესრიგის დამცველებიდან ერთ-ერთმა ამოიღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და დაიწყო შემდგომი მოვლენების გადაღება.

ბრალდებას მხარს უჭერენ შს მინისტრი გიორგი გახარია, აგრეთვე საქტელერადიოკომიტეტის ხელმძღვანელები: ვასილ მაღლაფერიძე და ია ანთაძე, პარტიის ცკ-ს წევრები. დაცვის ახსნა განმარტება: პოეტი ზვიად რატიანი გამოვიდა ნასვამი ქუჩაში თავისი ნარინჯისფერი ქურთუკით, რა დროსაც მიიქცია რეიდში მონაწილე პოლიციელების ყურადღება. "მოიწიე ერთი აქ შენ" მიმართა პოლიციელმა. "წესიერად მელაპარაკე თუ შეიძლება" უპასუხა რატიანმა. "წესიერად კი არა გაგხევ შუაზე შე ნაბიჭვარო" მიმართა ერთ-ერთმა პოლიციელმა და დანარჩენების დახმარებით ძირს დააგდო რატიანი, რა დროსაც მიაყენეს მრავლობითი დაზიანებები, რის შემდეგაც აღგზნებულმა რატიანმა დაიწყო გინება პოლიციელების მისამართით.

პოლიციის უფროსის დავალებით ოპერაციაში მონაწილე ყველა პოლიციელმა წაშალა სამხრე კამერის ჩანაწერები. შემდეგ ერთ-ერთმა პოლიციელმა ამოიღო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი და დაიწყო გადაღება რა დროსაც ყველა პოლიციელი იქცეოდა ხაზგამსით ზრდილობიანად.

დაცვას მხარს ვუჭერ მე, როგორც ასეთ საქმეებში გამობრძმედილი პირი :) (დაკავებული ვარ პოლიციის მიერ 2000 წელს რეიდზე, 2007 წლის 7 ნოემბერს და 2011 წლის 26 მაისს, 2015 წლის გაზაფხულზე 3-ჯერ/ სიტი პარკის წინააღმდეგ აქციაზე). საქმეზე თან ერთვის აგრეთვე ირიბი მტკიცებულებები: საპოლიციო პრაქტიკა: ყოველთვის როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს (მაგ: კარბელაშვილის საქმეზე) და ყოველთვის როცა პოლიციელები არიან ბრალდებული უფლებამოსილების გადამეტებაში კამერები ტექნიკური წუნის გამო ითიშება, თან ყველა ერთად.

სასამართლო პრაქტიკა: პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა და ხულიგნობა უცვლელად ფიგურირებს ბოლო ნახევარი საუკუნის გახმაურებელ საქმეებში, სწორედ ეს ედებოდათ ბრალად სანდრო გირგვლიანს, ბუტა რობაქიძეს და თქვენ წარმოიდგინეთ ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავასაც კი (1958 წელს).

გთხოვთ, ახლა გაბრძანდეთ სათათბირო ოთახში და გამოიტანოთ თქვენი ვერდიქტი - საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად თქვენ მიგაჩნიათ, რომ საქართველოს მოქალაქე ზვიად რატიანი: ცემეს და იმიტომ იგინებოდა - იგინებოდა და იმიტომ ცემეს, -  წერს სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე კახა კუკავა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45