შსს-მ წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 12:20

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1954 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ო. ყალბი დოკუმენტის გამოყენებისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მის მიერ გაყალბებული პირადობის დამადასტურებელი მოწმობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. ასევე დადგინდა, რომ მ.ო. 2007 წლიდან თურქეთის რესპუბლიკაში, ხოლო 2017 წლის 22 აგვისტოდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულისთვის: ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის ჩამოყალიბება და მისი ხელმძღვანელობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ძარცვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით იარაღის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დაუფლება და ტარება.

გამოძიება ყალბი დოკუმენტის გამოყენების და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 362-ე და 344-ე მუხლებით.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45