შეიარაღებულ ძალებს 376 სამხედრო მოსამსახურე შეემატა

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 14:14

საქართველოს შეიარაღებულ ძალებს 376 სამხედრო მოსამსახურე შეემატა. უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კურსდამთავრებულებმა ფიცი 300 არაგველის გმირთა მემორიალთან დადეს.

რეკრუტებს შეიარაღებულ ძალებში გაწევრიანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ და შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა კობა ცირეკიძემ მიულოცეს.

ღონისძიების ფარგლებში, „კურსის საუკეთესო ინსტრუქტორებს“, „საუკეთესო კურსდამთავრებულებს“, ,,ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის ნორმატივების წარმატებით შესრულებისათვის“ და ,,ყველაზე დისციპლინირებულ კურსდამთავრებულებს“ სერტიფიკატები გადაეცათ.

კურსდამთავრებულებმა საწყისი საბრძოლო მომზადება (BCT) ალგეთის საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს. წვრთნები 10 კვირის განმავლობაში როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ პირობებში ხორციელდებოდა. ახალწვეულებს მეცადინეობები საცეცხლე, სამწყობრო, ტაქტიკურ მომზადებაში, სამხედრო ტოპოგრაფიასა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენაში ჩაუტარდათ.

საწყისი საბრძოლო მომზადების კურსდამთავრებულები საკონტრაქტო სამსახურს ძირითადად IV მექანიზებულ ბრიგადაში, ასევე ეროვნულ გვარდიაში, საჰაერო თავდაცვის სარდლობასა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობაში განაგრძობენ მსახურს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53