საქართველოს ბანკი საახალწლო დღეებში სერვისცენტრების მუშაობის განრიგს აქვეყნებს

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 17:19

 საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი   2018 წლის 1 და 2 იანვარს დაისვენებს. ოთხშაბათს, 3 იანვარს საქართველოს ბანკისა და ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები ჩვეულ რეჟიმში იმუშავებენ.

დეტალური ინფორმაციისთვის მომხმარებელს, ნებისმიერ დროს შეუძლია მიმართოს საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრებს ნომრებზე: 2 444 444 და 2 555 555. მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1 ან 2 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 30 და 31 დეკემბრის ჩათვლით.

30 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები იმუშავებენ დილის 10:00 საათიდან 17:30 საათამდე, ხოლო ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. კვირას, 31 დეკემბერს იმუშავებენ ექსპრეს ბანკის სერვისცენტრები დილის 10:00 საათიდან 14:00 საათამდე.

3 იანვრიდან საქართველოს ბანკის და ექსპრეს ბანკის ყველა სერვისცენტრი, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45