ზუგდიდში 25 სოციალურად დაუცველ ოჯახს საახალწლოდ ახალი სახლები გადასცეს

ხუთშაბათი, 28 დეკემბერი, 2017 - 13:46

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე 25 ოჯახი ახალ წელს ახალ სახლებში შეხვდება. თანამედროვე სტანდარტებით აშენებული საცხოვრებელი სახლები დღეს მესაკუთრეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, ზუგდიდის მერთან, ლაშა გოგიასთან ერთად გადასცა.

გუბერნატორი და მერთან ერთად კსოფელ კოკში ნარმანიების ათსულიან ოჯახში იმყოფებოდნენ, რომლებასც ახალი სახლი გადაეცათ. ნარმანიები აქამდე 3  მცირეწლოვანთან ერთად ოროთახიან ავარიულ სახლში ცხოვრობდნენ.

ახალ მოსახლეთა შორის სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარტოხელა დედები, მარჩენალდაკარგულები და ხანდაზმულები არიან. ახალ სახლებში მცხოვრებთა რაოდენობა ჯამში 129 ადამიანია, მათგან 7 პენსიონერი, 9 შშმ პირი და 56 ბავშვია.

უსახლკარო და მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის კომისიამ, პრიორიტეტული ოჯახები, განცხადებების ადგილზე გადამოწმებისა და ოჯახების ანკეტირების შემდეგ გამოავლინა. პროექტის განხორციელებისთვის წელს 500 000 ლარი შეადგინა.

მძიმე საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ექსკლუზიური პროექტია, რომლის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. 2015-2016 წლებში აშენდა 41 სახლი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 968 897 ლარი შეადგინა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2015 წელს, სპეციალური ჯილდო, სწორედ ამ პროექტის განხორციელებისთვის გადაეცა.

პროექტი მომავალ წელსაც გაგრძელდება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.45
  • 2.99
  • 3.42
  • 0.04
  • 0.6
  • 1.45