სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა

ორშაბათი, 25 დეკემბერი, 2017 - 22:28

საქართველოს პრეზიდენტისა და პირველი ლედის მაკა ჩიჩუას სახელით, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, სომხეთის პრეზიდენტის სერჟ სარგსიანისა და რიტა სარგსიანის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამი გაიმართა.

საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ორი ქვეყნის მეგობრობის სადღეგრძელო შესვეს და სომეხ და ქართველ ხალხს წინსვლა უსურვეს. გიორგი მარგველაშვილმა სერჟ სარგსიანს ევროკავშირთან ყოვლისმომცველი და გაფართოებული პარტნიორობის შეთანხმების ხელმოწერა მიულოცა.

"ჩვენ არ ვართ მხოლოდ მეზობლები, ჩვენი თანამშრომლობის ტრადიცია ათასწლეულებს ითვლის და დღესაც წარმატებით ვითარდება. ჩვენი კულტურა, ხელოვნება, ფოლკლორი, ტრადიციები გადაჯაჭვულია ერთმანეთთან, ხოლო ისტორია კი გაჯერებულია თანადგომის მაგალითებით. სწორედ ამან გადაგვატანინა მრავალი განსაცდელი, გაგვაერთიანა არაერთი გამოწვევის წინაშე და შეგვანარჩუნებინა ის თვითმყოფადობა, რითაც ესოდენ ამაყობენ ჩვენი ხალხები. აქვე მსურს კვლავაც დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და თანამშრომლობის აქტიური ხელშემწყობი. ჩვენ მზად ვართ დღესაც და მომავალშიც გავუზიაროთ მეგობრებს ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სიკეთეები და ის შესაძლებლობები, რომელსაც საქართველო ქმნის რეგიონებსა და კონტინენტებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილმა სომხეთის პრეზიდენტს და მის მეუღლეს დამდეგი 2018 წელი მიულოცა და ბედნიერება, ჯანმრთელობა და წარმატება უსურვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.61
  • 2.95
  • 3.31
  • 0.04
  • 0.42
  • 1.53