ჩინეთში მსოფლიოში უდიდესმა თვითმფრინავმა-ამფიბიამ პირველი რეისი შეასრულა

, 24 დეკემბერი, 2017 - 23:53

ჩინეთში შექმნილმა მრავალფუნქციურმა თვითმფრინავმა  თავისი პირველი რეისი შეასრულა.   ჰიდროთვითმფრინავმა   AG600,  რომლის კოდური სახელი "Kunlun"-ია, ჰაერში დაახლოებით ერთი საათი  გაატარა.

თვითმფრინავი დაახლოებით  Boeing 747- ის ზომისაა და აღჭურვილია ჩინური წარმოების ოთხი ტურბოძრავით. თვითმფრინავს 50 ადამიანის გადაყვანა შეუძლია და ჰაერში 12 საათის განმავლობაში შეუძლია ყოფნა.

ოფიციალურად თვითმფრინავი განკუთვნილია ხანძრის ჩაქრობასა და წყალზე სამაშველო ოპერაციებისთვის,  თუმცა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამხედრო მიზნებისთვის, მაგალითად სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც  შეუძლია ყველა იმ კუნძულამდე მიფრენა, რომელზეც ჩინეთს პრეტენზიები აქვს. 

სააგენტო Xinhua-მ  AG600-ს "ზღვის, კუნძულების და რიფების დამცველი" უწოდა. 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5