თავდაცვის მინისტრმა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

შაბათი, 23 დეკემბერი, 2017 - 14:53

ჩვენი მიზანია სამხედრო განათლების, სამხედრო წვრთნებისა და სწავლების ეფექტიანი სისტემის უზრუნველყოფით, საერთაშორისო პროექტების, განსაკუთრებით SNGP-სა და GDRP-ის სინქრონიზებით, საერთაშორისო მისიებში მიღებული გამოცდილებით, ეროვნული თავდაცვითი რესურსების მობილიზებით, ადეკვატური დაფინანსებითა და საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებით, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება, ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდა და ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უწყების 2017 წლის საქმიანობის ანგარიში, რომელიც თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებს „არმიჰოლში“ წარუდგინა.

თავდაცვის მინისტრის მოხსენების მთავარი თემები უწყებაში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები იყო.

თავდაცვის მინისტრის მოხსენების მიხედვით, 2018 წლის მთავარ გეგმებს შორისაა ანტისატანკო სისტემების, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის და საჰაერო შესაძლებლობების გაზრდა, აშშ-სთან ერთად საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება და ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელება.

რაც შეეხება 2017 წელს, ლევან იზორიამ მთავარ მიღწევად თავდაცვის ბიუჯეტის ადეკვატურად გადანაწილება და დაბალანსება, რომლის 18 პროცენტიც აღჭურვილობასა და შეიარაღებაზე დაიხარჯება, საქართველოში გამართული საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მასშტაბების მზარდი დინამიკა, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები და საერთაშორისო ღონისძიებები, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში განხორციელებული და მიმდინარე ინიციატივები, ასევე ტოტალური თავდაცვის კონცეფციის შემუშავება და რეზერვისა და მობილიზაციის ახალი სისტემის შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა გამოყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო საერთაშორისო ვალდებულებების ერთგულია და მსოფლიო უსაფრთხოებაში კონტრიბუციას გააგრძელებს.

თავდაცვის მინისტრის მოხსენება, ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: სტრატეგიულ დოკუმენტებში ასახული მიმართულებები, ეროვნული თავდაცვის გეგმა, განახლებული წვევამდელთა სისტემა, ასევე სოციალური მიმართულება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44