მართვის მოწმობის შეცვლის ვადა გახანგრძლივდა

შაბათი, 23 დეკემბერი, 2017 - 18:11

2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის პირველ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინიციატივით, მოქალაქეებს მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში მართვის მოწმობების შეცვლა კიდევ სამი თვის განმავლობაში, 1 აპრილამდე შეეძლებათ.

საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, აღნიშნული ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში“ 1 იანვრიდან ამოქმედდება. გადაწყვეტილება მიღებულია მომსახურების სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებთან მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა სიმრავლის გამო. მართვის მოწმობის ვადებთან დაკაშირებით მოქალაქეების ინფორმირება მომსახურების სააგენტოს შესაბამისმა სამსახურმა 2014 წლიდან დაიწყო, ხოლო 2017 წლის სექტემბრიდან, 4 თვის განმავლობაში მოქალაქეებს სხვადასხვა მასობრივი საინფორმაციო საშუალებითა და სოციალური ქსელებით, მართვის მოწმობის ცვლილებების, ვადებისა და პროცედურების შესახებ, არაერთხელ განემარტათ.

მიუხედავად ამისა, მომსახურების სააგენტოში მოქალაქეების მიმართვიანობა ბოლო ერთი თვის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადავიდა. ამჟამად გაცემულია 90 000 -ზე მეტი განახლებული მართვის მოწმობა, თუმცა მომსახურების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის თანახმად, 2018 წლისთვის შესაცვლელი მართვის მოწმობა კიდევ 94 000-ზე მეტია.

ახალი ცვლილების მიხედვით, მოქალაქეებს დამატებით მიეცათ სამ თვიანი ვადა იმისთვის, რომ შეცვალონ 2006 წლის პირველ აპრილამდე გაცემული მართვის მოწმობა. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 აპრილამდე არ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად და მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.

მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1 აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

როგფორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება არ ეხება თანამედროვე პლასტიკური ბარათების ტიპის მართვის მოწმობებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5