„ფლეიბოის“ დამფუძნებელმა უჩვეულო ანდერძი დატოვა - მემკვიდრეებმა ნარკოტესტები უნდა გაიარონ

ხუთშაბათი, 21 დეკემბერი, 2017 - 23:28

ჟურნალ „ფლეიბოის“ დამფუძნებელმა ჰიუ ჰეფნერმა გარდაცვალებამდე, უჩვეულო ანდერძი დატოვა - მისი 43 მილიონი  მხოლოდ იმ მემკვიდრეებზე განაწილდება, რომლებიც  ნარკოტიკების სკანდალებში არ იქნებიან გარეულები და არ მოიხმარდნენ მას.

ანდერძის განმკარგავს შეუძლია გაფრთხილების გარეშე, განმეორებით მოითხოვოს მემკვიდრეებისგან ნარკოტესტების ჩატარება,  ხოლო აკრძალული ნივთიერების გამოყენების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, მემკვიდრეობის უფლებამოსილება წყდება.

 ჰეფნერის ქონება მის შვილებზე გაიყოფა, მას  სამი ვაჟი - კუპერი, დევიდი და მარსტონი, ასევე  ქალიშვილი  კრისტი ჰყავს.  ჰეფნერის ბოლო მეუღლე, 31 წლის კრისტალ ჰარისი ანდერძში მოხსენიებული არ არის.

ფლეიბოის  დამფუძნებლმა ქონების ნაწილი სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტსა და რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას უანდერძა. მან თავისი  ცნობილი სასახლე, სიცოცხლეში, 100 მილიონ დოლარად გაყიდა.

Playboy-ს დამფუნებელი ჰიუ ჰაფნერი 28 სექტემბერს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. სამედიცინო დასკვნის თანახმად, გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერება და სუნთქვის უკმარისობა გახდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44