საქართველოს პრეზიდენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა

ხუთშაბათი, 21 დეკემბერი, 2017 - 19:57

 საქართველოს პრეზიდენტი მრჩევლებთან ერთად "მაუწყებლის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებს შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა მეურვეებისგან საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით მოსაზრებები და განსხვავებული შეხედულებები მოისმინა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილი მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაინტერესებულ ჯგუფებს კიდევ შეხვდეს.

"ეს კანონი შეიცავს ბევრ ისეთ თემას, რომელიც საზოგადოებაში იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, თქვენ იცით, რომ თავად პარლამენტშიც და უმრავლესობაშიც არ არის ერთიანი შეხედულებები ამასთან დაკავშირებით. იცით, რომ ვნებათაღელვა არის ზოგადად სწორედ რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებით, რასაც სარეკლამო ბაზარი ჰქვია. ერთის მხრივ საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველას გვადარდებს და ყველას გვინდა, რომ ეს იყოს ის მაუწყებელი, რომელიც საზოგადოების ინტერესს დააკმაყოფილებს და ამაში ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, ამავე დროს ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მედიაპლურალიზმის შენარჩუნება, ამის, ასე ვთქვათ დარღვევა და ამაზე დარტყმა დაუშვებელი იქნება, ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც ამ ორივე თემას უზრუნველყოფს. ეს ორი თემა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის, თუ უფრო მეტი თანამშრომლობა იქნება, თუ უფრო მეტი ასე ვთქვათ აზრთა ურთიერთ გაცვლა- გამოცვლა და მოსმენა იქნება სხვადასხვა მხარეს შორის", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

სამეურვეო საბჭოს წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და საკანონმდებლო ცვლილებებით დაინტერესებული მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43