ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე მეტად დაცული იყოს - ლევან იზორია

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი, 2017 - 12:39

საქართველოს მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადებამდე, დღეს მინისტრებს პარლამენტში კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში უსმენენ. საკომიტეტო მოსმენაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ათწუთიანი მოხსენება საქმიანობის იმ ძირითად პრიორიტეტზე საუბრით დაიწყო, რომლითაც უწყებამ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია.

ლევან იზორიამ ყურადღება ანტისაჰაერო სისტემის მიმართულებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში საფრანგეთში სტუმრობისას ის ადგილზე THALES და MBDA კომპანიების ტექნიკურ აღჭურვილობას გაეცნო.

„ეს ტექნიკური აღჭურვილობა შევიძინეთ და უკვე საქართველოშია. აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველი ფაზის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი საჰაერო სივრცე იყოს მეტად დაცული და გვაქვს მზაობა, რომ მეორე ფაზა ფრანგ კოლეგებთან ერთად გავაგრძელოთ“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა საპარლამენტო კომიტეტში მოხსენებისას.

საკომიტეტო მოსმენისას ლევან იზორიამ ყურადღება ანტისატანკო სისტემის შესყიდვაზეც გაამახვილა და აშშ-ის კონგრესის მიერ ამ მიმართულებით მიღებული დადებითი გადაწყვეტილება გააჟღერა. როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილება იმ რეფორმების აღიარებაა, რომელიც თავდაცვის უწყებაში განხორციელდა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44