ლევან იზორია საპარლამენტო კომიტეტების მოსმენაზე მოხსენებით წარსდგა

ოთხშაბათი, 20 დეკემბერი, 2017 - 12:33

 საქართველოს თავდაცვის მინისტრს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმინეს.

ათწუთიანი მოხსენებისას ლევან იზორიამ 10 ძირითად მიღწევასა და კონკრეტულად მიღებულ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ნატოსთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან საერთაშორისო თანამშრომლობა, პარლამენტარების აქტიური თანამონაწილეობით სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება, მომავალი წლიდან თავდაცვის მზადყოფნის ამბიციური პროგრამა, საგარეო სამხედრო დაფინანსება, საქართველოში გამართული მრავალეროვნული საერთაშორისო წვრთნები, ტოტალური თავდაცვის კონცეფცია და სოციალური მიმართულებები შეაჯამა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, მოსხენებაში ჩამოთვლილი პრიორიტეტული მიმართულებები თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმებისა და ტრანსფორმაციის ნაწილია და მიზნად ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას კიდევ უფრო განვითარებას ისახავს.

გაერთიანებულ სხდომას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია და ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე უძღვებოდნენ. საკომიტეტო მოსმენის შემდეგ პროცესი უმცირესობისა და უმრავლესობის ფორმატში გაგრძელდება.

მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ასევე, მოუსმენენ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ და “საქართველოს პატრიოტების“ წევრები. მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი, 21 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე გადის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45