საქართველოს პრეზიდენტი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს შეხვდა

სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2017 - 18:42

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მსმენელებისა და კურსდამთავრებულების ერთ ჯგუფს დღეს სასახლეში უმასპინძლა.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა, საქართველოში პოლიტიკური და სამოქალაქო კულტურის ჩამოყალიბების მიზნით, 1999 წელს, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა არმაზ ახვლედიანმა, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით დააფუძნა და დღემდე ხელმღვანელობს მას.

საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტიკური სკოლის წარმომადგენლებთან ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში არსებულ სირთულეებზე ისაუბრა და დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ სავალ გზაზე გაამახვილა ყურადღება. დღევანდელ შეხვედრას სკოლის დამფუძნებელი არმაზ ახვლედიანი უძღვებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიანი ისტორიული მოვლენების მიმოხილვის შემდეგ, ქართული საზოგადოების თავისუფლებისაკენ სწრაფვის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თავისუფლება უპირველესად არსებული რეალობის გააზრებაა - ვინ ხარ, რა გსურს, რა არის შენი მიზანი, რა ქმედებებს ახორციელებ ამ მიზნის მისაღწევად. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორი განწყობა - დამოუკიდებლობა - რაღაცისგან გათავისუფლება და თავისუფლებისაკენ სწრაფვა - რაღაცისათვის ქმედებების განხორციელება, ორი განსხვავებული პოლიტიკურ - საზოგადოებრივი პროცესია. პრეზიდენტის თქმით, თუ თავისუფლების შინაარსს ერისა და საზოგადოების ჭრილში განვიხილავთ, მნიშვნელოვანია ერი მოცემულ რეალობაში იაზრებდეს საკუთარ იდენტობას და ამის შემდეგ ხედავდეს საკუთარ გზას მსოფლიო ცივილიზაციაში და ესმოდეს რა არის ქართული გზა.

როგორც შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ჯერ კიდევ 100 წლის წინ ქართველმა ხალხმა მოიპოვა დამოუკიდებლობა და აირჩია სახელმწიფოს მმართველობის ძალიან პროგრესული ფორმა - რესპუბლიკა, რომელიც ძალიან დემოკრატიული მმართველობის ფორმაა, რადგან ამ დროს ხელისუფლებას ახორციელებს ხალხი. მაგრამ ამავდროულად, პრეზიდენტის განმარტებით, დემოკრატია ეფექტურ მექანიზმთან ერთად საშიში იარაღია თავისუფლების განსახორციელებლად. როცა ინდივიდი ზურგს აქცევს, მაგალითისათვის არჩევნებს და არ იღებს მასში მონაწილეობას - აგდებს ბიულეტენს, დემოკრატია გარდაიქმნება საშიშ სისტემად.

"დღეს თავისუფლების გააზრება პოლიტიკურ კონტექსტში არ ხდება. ის ხალხს, ვინც პოლიტიკურ პროცესს ინტელექტუალურად აფასებს, თვისობრივად მოწყვეტილია საკუთარი იდნეტობის გააზრებას, თვისობრივად მოწყვეტილია უნარს, შეაფასოს ვითარება მშვიდ, რაციონალურ, არაემოციურ კონტექსტში და მოსახლეობას და საზოგადოებას მიაწოდოს ვითარების ანალიზი. თუ პოლიტიკას აკვირდებით, უყურებთ რა შეფასებებია - ემოციურ - თხრობითი. რეალურად ჩვენი პოლიტიკური რეალობა პოეზიის დონეზეა, სადაც დომინანტური არ არის რეალობის აღწერა. ეს ორი სირთულე - ვინ ვართ და სად ვართ, ამის გააზრების სირთულე ქმნის თავისუფლებისაკენ ნაბიჯის გადადგმის სირთულეს", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

შეხვედრაზე დისკუსია გაიმართა  და პრეზიდენტმა დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლა ევროპის საბჭოს პოლიტიკური სწავლების სკოლების ქსელის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია. ქსელი დღეისათვის 22 ქვეყნის სკოლას აერთიანებს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 3
  • 3.43
  • 0.04
  • 0.6
  • 1.44