გრეგორი პორტერი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი საახალწლო კონცერტს გამართავს

სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2017 - 13:22

SOLO და Eastern Promotions,  12 იანვარს, თბილისის საკონცერტო დარბაზში  წარმოგიდგენთ გრემის ჯილდოს ორგზის მფლობელი ამერიკელი ჯაზ-ვოკალისტის, გრეგორი პორტერისა და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტს.

მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტი გრეგორი პორტერი, საკუთარ კვინტეტთან და საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შეასრულებს სიმღერებს ბოლო ალბომიდან „Nat King Cole & Me“. ალბომში შესულია გრეგორი პორტერის კუმირის - ლეგენდარული ამერიკელი ვოკალისტისა და ჯაზ- პიანისტის ნეტ კინგ კოულის ჰიტები.

გრეგორი პორტერის უახლესი ალბომი „Nat King Cole & Me“, 2017 წლის 27 ოქტომბერს გამოვიდა. მუსიკოსმა თავისი ბოლო ნამუშევარი ლეგენდარულ მომღერალსა და პიანისტს ნეტ კინგ კოულს მიუძღვნა. პორტერთან ერთად, ალბომზე მუშაობდნენ ლონდონის სტუდიური ორკესტრი, პიანისტი კრისტიან სენდსი, ბასისტი რუბენ როჯერსი და დრამერი ულისე ოუენსი.

ალბომში შესული სიმღერების არანჟირების ავტორი გრემის 6 ჯილდოს მფლობელი ვინს მენდოზაა. დისკი აერთიანებს გრეგორი პორტერის მიერ შესრულებულ ნეტ კინგ კოულის ისეთი ლეგენდარულ სიმღერებს, როგორებიცაა “Mona Lisa,” “L-O- V-E,” “Nature Boy,” “The Christmas Song,” “Smile” და სხვა.

გრეგორი პორტერი 1971 წლის  4 ნოემბერს  ლოს ანჯელესში დაიბადა; ჯერ კიდევ 5 წლის იყო, როცა საყვარელი მუსიკოსის - ნეტ კინგ კოულის ცნობილი სინგლი Once Upon A Time, I Had A Dreamboat“ შეასრულა და სადებიუტო ჩანაწერი სახლის პირობებში გააკეთა.

ლეგენდარულმა ნეტ კინგ კოულმა, მუსიკოსის კარიერაზე, დიდი გავლენა იქონია.

„ის იყო მუსიკის მეფე. მან არაჩვეულებრივი მუსიკა შექმნა, იმდენად კარგი, რომ მისი ექსტრაორდინალური ტემბრისა და სტილის მოსმენისას, რთულია, არ მოექცე გავლენის ქვეშ. ბუნებრივია, მე მუდმივად მივიწევ ჩემი შთაგონების წყაროსკენ და ჩემი ფესვებისკენ. ეს ფესვები კი, ყოველთვის იქნება დედაჩემი, გოსპელის მუსიკა და ნეტ კინგ კოული.“ - ამბობს გრეგორი პორტერი.

მუსიკა, რომელსაც ხავერდოვანი, აფრო-ამერიკული ტემბრის მქონე გრეგორი პორტერი მსმენელს სთავაზობს, მრავალ ჟანრს აერთიანებს, მათ შორის - ჯაზს, ფანკს, R&B-ს, ბლუზსა და გოსპელს. 

გრეგორი პორტერის კარიერული წინსვლა, 2010 წელს, პირველი ალბომით, „Water“ დაიწყო. „Water“, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ამერიკის ჯაზ-ალბომების ათეულში მოწინავე ადგილებს იკავებდა. მომდევნო ალბომი - „Be Good“, მსმენელს მომღერალმა 2012 წელს წარუდგინა. პირველი გრემის ჯილდო კი, „საუკეთესო ჯაზ-ვოკალის“ კატეგორიაში, გრეგორი პორტერმა, 2012 წელს, ალბომისთვის - „Liquid Spirit“ აიღო. 2013 წელს, ჯაზ- ვოკალისტი, კიდევ ერთი გრემის მფლობელი გახდა, დისკისთვის - „Take Me to the Alley“.

გრეგორი პორტერისა და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის საახალწლო კონცერტზე დასასწრები ბილეთები გაიყიდება 21 დეკემბრიდან, მხოლოდ SOLO მომხმარებლისთვის; ბილეთის ფასი 50 ლარიდან დაიწყება. მას, ვინც არ არის SOLO - ბილეთის შეძენის შესაძლებლობა 28 დეკემბრიდან ექნება; ბილეთის ფასი 100 ლარიდან დაიწყება.

ბილეთები გაიყიდება ონლაინ www.tkt.ge-სა და SOLO ლაუნჯებში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45