„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში კიდევ ერთი ახალი ხეხილის ბაღი გაშენდა

სამშაბათი, 19 დეკემბერი, 2017 - 12:53

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისის რაიონის ქალაქ ბოლნისში შპს „დევეპლიუსმა“ კაკლის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა ლევან დოლიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შპს „დევეპლიუსის“ მიერ 5 ჰექტარზე გაშენებული კაკლის ბაღი დაათვალიერა.

აღნიშნული ბენეფიციარი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 42 146 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო - 15 225 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 8 023 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, ხეხილის ახალი ბაღები 3 758 ჰექტარზეა გაშენებული და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 18 894 338 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან, ქვემო ქართლის რეგიონში ხეხილის ბაღები 544 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43