შსს-ს წარმომადგენლებმა კიბერდანაშაულსა და ტრეფიკინგზე სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს

ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2017 - 11:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტებთან კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს.

ღონისძიების მიზანი იყო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ სტუდენტების ცნობიერების ამაღლება. შეხვედრაზე სამართალდამცველები ახალგაზრდებს კიბერდანაშაულის და ტრეფიკინგის სახეების, ამ მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, ასევე, აღნიშნული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკისა და მიდგომების შესახებ ესაუბრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუდენტებს კიბერდანაშაულისა და ტრეფიკინგისგან დაცვის მექანიზმებიც გააცნეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა ახალგაზრდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5