გოეთეს ინსტიტუტის კაფეში ფილოსოფოსის და მწერლის, გივი მარგველაშვილის 90 წლის იუბილე აღინიშნება

ორშაბათი, 18 დეკემბერი, 2017 - 11:46

18 დეკემბერს გოეთეს ინსტიტუტის კაფეში, 18:00 საათზე ფილოსოფოსის და მწერლის, გივი მარგველაშვილის 90 წლის იუბილე აღინიშნება. იუბილე ტარდება საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში.

საიუბილეო საღამოზე აქცენტი დაისმება მწერლის ნაწარმოებებზე და იმ ფილოსოფიურ-მსოფმხედველობრივ კომპონენტებზე, რასაც მისი შემოქმედება შეიცავს. საზეიმო ატმოსფეროში თვალი გაედევნება გერმანიაში დაბადებული და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა რეჟიმის მიერ არაერთხელ რეპრესირებული ქართველი ავტორის ცხოვრებას, რომელიც იძულებით იქნა ბერლინიდან საბჭოეთში გადაადგილებული და პირველად 80-იანი წლების ბოლოს ახერხებს საბჭოთა კავშირიდან გერმანიაში დაბრუნებას.

საიუბილეო საღამოს მოდერაციას პროფესორი ალექსანდრე კარტოზია წარმართავს. საღამოს დაესწრებიან გივი მარგველაშვილის ახლო მეგობრები, მათ შორის ლიტერატურათმცოდნე და მთარგმნელი სერგო ოქროპირიძე, პუბლიცისტი და მთარგმნელი ეკე მაასი და ცნობილი მწერალი და გერმანისტი ნაირა გელაშვილი. საღამოზე წაიკითხავენ  ამონარიდებს გივი მარგველაშვილის ნაწარმოებებიდან.

გივი მარგველაშვილი დაიბადა 1927 წლის 14 დეკემბერს ბერლინში ქართველი ემიგრანტის ოჯახში. ის თავის მამასთან, ტიტე მარგველაშვილთან ერთად საბჭოთა კავშირის საიდუმლო სამსახურის მიერ საბჭოური ოკუპაციის ზონაში იქნა იძულებით გადაყვანილი და დაპატიმრებული. პატიმრობის შემდეგ მწერალი საბჭოთა საქართველოში იქნა ემიგრირებული. მისი მამა დახვრიტეს. უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ გივი მარგველაშვილი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში გერმანულ ენას ასწავლიდა. ის ამავე დროს მუშაობდა თბილისის სამეცნიერო აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტში.

მისი მრავლისმომცველი, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ პუბლიცირებული შემოქმედება, რომელიც ტოტალიტარიზმისა და ავტორიტარიზმის კრიტიკით გამოირჩევა, ღირებულია როგორც ლიტერატურული, ასევე ფილოსოფიური თვალსაზრისით.

2013 წელს გოეთეს ინსტიტუტისა და DVV International-ის ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა გივი მარგველაშვილის სახელობის პრიზი, რომელიც გერმანულ-ქართულ ურთიერთობებში განსაკუთრებული წვლილის შეტანისათვის გაიცემა.

მწერალი ამავე დროს არაერთ განსაკუთრებულ პრიზს ფლობს, როგორებიცაა: ბრანდერბურგის ლიტერატურის პრიზი, ბერლინის ხელოვნების პრიზი, გუსტავ რეგლერის პრიზი, გოეთეს მედალი, გერმანიის სახელმწიფო მედალი განსაკუთრებული დამსახურებისათვის (Bundesverdienstkreuz), იტალო-სვევოს პრიზი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.48
  • 3.03
  • 3.46
  • 0.04
  • 0.61
  • 1.46