ამერიკელი სამხედრო ექსპერტი მესამე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე

, 17 დეკემბერი, 2017 - 21:53

ამერიკელი სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი დანიელ ელსბერგი დენიელ ელსბერგი ახალ წიგნში "განკითხვის დღე - ბირთვული სტრატეგიის აღიარება" (The Doomsday Machine: Confessions of a Nuclear War Planner) მესამე მსოფლიო ომის გამომწვევ მიზეზებსა და შედეგებზე წერს.

ექსპერტის თქმით, ომი შეიძლება დაიწყოს  მედიის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მაგალითად, ყალბი ტერაქტის შესახებ ინფორნმაციის გავრცელება მოსკოვსა და ვაშინგტონში, ტექნიკური გაუმართაობა  ან დაუფიქრებელი ბრძანების გაცემა.  სიტუაციას კიდევ უფრო დაამძიმებს ის, რომ  მსოფლიო ლიდერებს იმაზე მეტი  სამხედრო შესაძლებლობები აქვთ, ვიდრე ეს აუცილებელია თავდაცვისთვის.

ელსბერგი დარწმუნებულია, რომ სრულმასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი კაცობრიობას რამდენიმე დღეში გაანადგურებს. ექსპერტი ასევე დიდ საფრთხეს ხედავს მასობრივი განადგურების იარაღში, რომელიც  ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს.

"ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც მიიჩნევს, რომ ომი მოიგო  მასობრივი განადგურების იარაღის, ცეცხლგამჩენი და ატომური ბომბების გამოყენებით. ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, ვისაც გვჯერა, რომ ამ ყველაფერს გამართლება ჰქონდა. მასობრივი განადგურების იარაღი ძალიან საშიშია, - წერს ექსპერტი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.57
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.37
  • 1.51