ამერიკელი ექსპერტი რეგიონებს ასახელებს, სადაც, შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს

, 17 დეკემბერი, 2017 - 12:06

ამერიკელი ექსპერტი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში რობერტ ფარლი  ჟურნალ The National Interest-სთან რეგიონებს ასახელებს, სადაც, შესაძლოა, 2018 წელს მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს.

ექსპერტის თქმით, 2017 წელს ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით სირიაში, დაძაბულობა მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა  სხვა რეგიონებში სიტუაცია გაუარესდა.

რობერტ ფარლის შეშფოთებას  ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ არსებული სიტუაცია იწვევს, ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და დიპლომატიური გამოუცდელობა კონფლიქტს გამოიწვევს, რომელშიც შეიძლება იაპონია და ჩინეთი აღმოჩნდეს ჩათრეული, რაც ახალ მსოფლიო ომს გამოიწვევს.

ასევე სახიფათო რეგიონებში პროფესორი ტაივანს ასახელოებს. ექსპერტის აზრით, დამანგრეველმა კონფლიქტმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ჩინეთის სამხედრო აქტივობის გაზრდა ამერიკული იარაღის მზარდი მიწოდების ფონზე.

მესამე სახიფათო რეგიონად ფარლი უკრაინას მიიჩნებს.  ექსპერტის თქმით, ამ დრომდე ვერ დარეგულირდა დონბასის საკითხი და  მუდმივად ირღვევა ზავი, ასევე კიევში  პროტესტის ტალღა  და მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე  "ველური ისტორიები" ეჭვქვეშ აყენებს  უკრაინის ამჟამინდელი ხელისუფლების მდგრადობას. ამ ფონზე, ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდეს მკაცრი პოლიტიკის მხარდამჭერი მემარჯვენეები.

გარდა ამისა, ექსპერტი ახალი მსოფლიო ომის შესაძლო  მიზეზად  ნატო-ს სამხრეთ ფლანგზე არსებულ მდგომარეობასაც ასახელებს და ყურადღებას ამახვილებს  თურქეთის დაშორებას ნატოსა და ევროკავშირთან, პარალელურად კი ანკარას მოსკოვთან დაახლოებას, რაც სერიოზულად ცვლის ბალანსს რეგიონში.

ასევე, სახიფათო რეგიონად ამერიკელი ექსპერტი  სპარსეთის ყურეს ასახელოებს -  საუდის არაბეთსა და ირანს შორის დაპირისპირება კონფრონტაციას გამოიწვევს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5