დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა

პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017 - 22:13

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად უმასპინძლა

თბილისი 2018 წელს ახალი საახალწლო განათებებით და განსხვავებულად მორთული ნაძვის ხით შეხვდება. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე წელს, ქართულ მოტივებზე შექმნილი სხვადასხვა ორნამენტით მოირთო, რომელზეც ქართული სუფრის ელემენტებია გამოყენებული. ახალი საახალწლო სანათები დამონტაჟდა თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე - რუსთაველის, ჭავჭავაძის, თამარაშვილისა და კოსტავას გამზირებზე. ასევე, პეკინის, თამარ მეფისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. საახალწლო ილუმინაციები დღეს მთელ ქალაქში აინთება.

საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი 6 ნოემბერს დაიწყო და 12 დეკემბერს დასრულდა. პირველ ეტაპზე, საახალწლო განათებებისა და აქსესუარების მონტაჟი თბილისის გარეუბნებში მიმდინარეობდა. გასულ წლებთან შედარებით, წელს თბილისის ბევრად მეტი უბანი განათდა, სადაც უკვე არსებული სანათი მოწყობილობები დამონტაჟდა, რომლებიც გასულ წელს ცენტრალურ რაიონებში იყო განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45