2018 წელი წარმატების წელი იქნება - კახა კალაძემ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017 - 22:18

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ განათდა. პარლამენტის შენობის წინ მოწყობილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად უმასპინძლა.

საზეიმო ღონისძიება გორის ქალთა კაპელამ გახსნა, რომლის შემდეგაც, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოსახლეობას თბილისის მერმა მიმართა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

„ახლოვდება ახალი წელი და მინდა, ყველას წინასწარ მივულოცო. მინდა, გისურვოთ მშვიდობა, დღეგრძელობა, ბედნიერება და ყოველივე საუკეთესო. ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს გასაკეთებელი და დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში თითოეული თქვენგანის როლი მნიშვნელოვანი იქნება. მინდა წარმატებები გისურვოთ თქვენს ოჯახებთან, საყვარელ ადამიანებთან ერთად და მჯერა, რომ 2018 წელი წარმატების წელი იქნება. მჯერა ისიც, რომ ჩვენი ქალაქი ძალიან მალე სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი, წარმატებებით და სიცოცხლით სავსე იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ და „თბილსერვის ჯგუფს“ საახალწლო ილუმინაციების მონტაჟისთვის მადლობა გადაუხადა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5