ნადეჟდა სავჩენკო მიხეილ სააკაშვილს უპირისპირდება

პარასკევი, 15 დეკემბერი, 2017 - 17:43

უკრაინის სახალხო დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და  პოლიტიკური პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უკრაინისთვის სირცხვილია. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "NewsOne" - ს ეთერში განაცხადა.

სავჩენკოს თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძველი პოლიტიკოსების მხოლოდ "ინსტრუმენტია", რათა მთავრობაში დაბრუნება მოახერხონ.

"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიუხედავად მისი ამბიციებისა, ვერ გახდება ვერც პრეზიდენტი და ვერც  პრემიერ-მინისტრი", - ამბობს სავჩენკო.

სავჩენკოს განცხადებით,  სააკაშვილის ქმედებები საერთაშორისო ასპარეზზე  მხოლოდ  უკრაინის ცუდი მხარეების  გამოაშკარავებას ემსახურება, ვინაიდან  ასეთი სიტუაციების გამკლავებაში ხელისუფლების უუნარობა ჩანს.

"საგარეო პოლიტიკისთვის, ეს (სააკაშვილის მოძრაობა)  უკრაინის დამცირებაა. დამცირებაა ქაოსი, კორუფცია, არეულობა, ხელისუფლების უუნარობა, "- განაცხადა სავჩენკომ, თუმცა სააკაშვილის საქართველოში პრეზიდენტობის პერიოდიც გაიხსენა, როდესაც საერთაშორისო ლიდერები დადებითად იყვნენ მის მიმართ განწყობილები.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.45
  • 2.85
  • 3.2
  • 0.04
  • 0.51
  • 1.45