კადეტებმა დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონცერტი გამართეს

ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017 - 18:45

 საქართველოს ეროვნული გმირის, მარიამ (მარო) მაყაშვილის სახელობის წეროვანის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრს გენერალ გიორგი კვინიტაძეს სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები ესტუმრნენ. სამხედრო ლიცეუმის კადეტებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებისათვის კონცერტი გამართეს.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე დაესწრნენ. კადეტებმა საღამოზე საკუთარი შემოქმედება წარმოადგინეს. მათ დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ქართული ხალხური ცეკვები შესთავაზეს და ლექსები წაუკითხეს.

სარეაბილიტაციო ცენტრში დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების შვილებიც იმყოფებოდნენ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ კადეტებთან ერთად პატარებს ტკბილეული, დაშავებულ სამხედროებს კი -სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52