თავისუფლება არის რეალობის გააზრება და მომავლის გააზრებული ღირებულებებით დაგეგმვა - გიორგი მარგველაშვილი

ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017 - 17:07

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის სტუდენტებს შეხვდა და საჯარო ლექცია წაიკითხა "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე".

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში საზოგადოების როლზე და საზოგადოების მიერ ხელისუფლებისათვის შემკვეთის ფუნქციების შესრულების საჭიროებაზე ისაუბრა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, რომლის შემდეგ უკვე 100 წელი გავიდა, დღეს მივისწრაფვით თავისუფლებისაკენ. თავისუფალი იქნება ერი, როცა გაიაზრებს რა რეალობაში ცხოვრობს, რა არის მისი რეალობა და გეგმავს საკუთარ მომავალს საკუთარი გააზრებული ღირებულებებით. თუ არ ვიცით თავისუფლების არსი, ვერ გამოვიყენებთ მას.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დემოკრატია არის მმართველობის ის ფორმა, როცა ხელისუფლება ხალხის ხელშია და დაცულია ყველა ინდივიდის უფლება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სამწუხაროდ რეალობაში, ხშირად ასე არ ხდება, საზოგადოება არ ხდება რეალური მმართველი ხელისუფლებისა და მიმდინარე პროცესისა, ხდება ადამიანის უფლებების ნიველირება, რაც გადაიზრდება მმართველობის სხვა ფორმაში და ვიღებთ ტოტალიტარიზმს.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, დემოკრატიული მმართველობისას მოქალაქეა ხელისუფლების საქმიანობის შემკვეთი, როგორ მართოს სახელმწიფო, როგორ დაიცვას მისი უფლებები.

"თუ მოქალაქეები, თქვენ ხელში არ აიღებთ მმართველობის იარაღს, არ გახდებით ხელისუფლების კვალიფიციური შემკვეთი და მაკონტროლებელი, ეს ქმნის საშიშროებას, რომ თქვენი ინტერესები გამოყენებული იქნას თქვენივე წინააღმდეგ. რამდენადაც მცოდნეა ამომრჩეველი შეკვეთაში, დავალების მიცემაში, რომლითაც ის მიმართულებას აძლევს ხელისუფლებას...ეს არის სწორედ ის ხარისხი, ის უნარი, რომელიც ჩვენს ყოფას განაპირობებს", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დღეს, როცა ვხედავთ ამომრჩევლის დაკვეთას, ვერ ვხედავთ ნათელ, გამოკვეთილ სურვილს იმაზე, თუ რას ვავალებთ მმართველებს. ამიტომ ხშირად ხელისუფლება, რომელსაც უკვე აქვს მინიჭებული მანდატი, ამ მანდატს იყენებს საკუთარი ინტერესებისა და შეხედულებებისამებრ და თავს ახვევს საზოგადოებას საკუთარ მოსაზრებებს. გიორგი მარგველაშვილის თქმით, კვალიფიციური შემკვეთისა და შეკვეთის გარეშე ვერ შედგება დემოკრატია. დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველი არის საზოგადოების ნათელი დაკვეთა რა სურს მას და მოქალაქე უნდა გაუფრთხილდეს, რომ დემოკრატია აქციოს თავისუფლებად და არა მონობად. "როდესაც გავიაზრებთ ჩვენს სურვილებს და ღირებულებებს, და გავიაზრებთ დაკვეთას ხელისუფლების მიმართ, გავიაზროთ ის დავალებები და სურვილები, რასაც ჩვენ ვითხოვთ პოლიტიკოსებისაგან", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45