თაღლითებო, ღორებო და ვირთხებო - ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლებას ისეთ ახალ წელს უსურვებს, როგორსაც იმსახურებენ

ხუთშაბათი, 14 დეკემბერი, 2017 - 16:52

პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე ხელისუფლებას ისეთ ახალ წელს უსურვებს, როგორსაც იმსახურებენ -  ხელისუფლების გადადგომის,  თანამდებობების დაკარგვის და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების წელს.

"ხელისუფლებავ! ხალხმა აგირჩიათ, ნდობა გამოგიცხადათ და სახელმწიფო თანამდებობები დაიკავეთ, სახელმწიფოს, იგივე ხალხის ბიუჯეტი თქვენს განკარგულებაშია, ყველანაირად, სრული სერვისით უზრუნველყოფილი გყავთ საკუთარი ოჯახები, ბიზნესები "აიწყვეთ", თან მაღალ ხელფასებს პრემია-დანამატებს "აშველებთ" და ფაქტიურად ყოველთვიურად მდიდრდებით, მოკლედ, "ნოუ პრობლემ", პირიქით, - "ვსიო ოკეი"!!! მაგრამ... ამავდროულად, ანუ პარალელურად, სინქრონულად, ხალხი, რომელიც თქვენ გენდოთ, ქვეყნის და საკუთარი აწმყო და მომავალი ჩაგაბარათ, ყოველთვიურად ღარიბდება, უმუშევარია, აკლია საჭმელ-სასმელი, სამკურნალო წამალი, ჩასაცმელი, ანუ ელემენტარული "სერვისი", მეტიც, ბევრი მათგანი შიმშილობს! ამ "იდილიის" შემყურემ, თუ ვინმემ "გაბედა და საყვედური წამოცდა", უტიფრად, აგრესიულად პასუხობთ, - "ნუთუ გაუგებარია, ქვეყანას უჭირს და ამიტომ, ჯერჯერობით ვერ ვუქმნით მოსახლეობას შესაბამის პირობებს, რომ ღირსეულ მოქალაქეებად იგრძნონ თავი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, "წელზე ფეხს ვიდგამთ", რომ მომავალში მდგომარეობა გამოსწორდეს-ო"!!!

თქვე მართლა თაღლითებო, ღორებო და ვირთხებო, საკუთარ ოჯახებს "ჩიტის რძეს რომ არ აკლებთ" და ამ გაუბედურებული ხალხის ნაშრომ-ნაწვალებ გადასახადებზე ზეიმებს იწყობთ, საქართველოს "კურორტებს"არ ჯერდებით და თქვენს გაზულუქებულ ცოლ-შვილს და საახლობლოს უცხოეთის ფეშენებელური სასტუმროებით "უზრუნველყოფთ", იმაზე არ ფიქრობთ, რომ თქვენ ვინც აგირჩიათ მასაც ჰყავს ოჯახი, სადაც ეგულებათ საახალწლო საჩუქრის მომლოდინე შვილების და შვილიშვილების გადიდებული თვალები და მათზე ფიქრით, როცა ცარიელი ჯიბე გაქვს, დიდი ალბათობით ყველას გული ვერ გაუძლებს და... თუ, მხოლოდ საკუთარი "ფაქიზი" ოჯახები გახსოვთ, თორემ სხვისი ოჯახები "ამტანებია" და გაუძლებენ, უკვე მერამდენედ გაჭირვებულად შეხვდნენ, ახალ წელს", - აცხადებს ჯუმბერ კირვალიძე.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.48
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43