საქართველოს პრეზიდენტმა ვიქტორ დოლიძე ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე დანიშნა

სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017 - 18:28

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, დღეს, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე, ვიქტორ დოლიძე დაინიშნა.

გიორგი მარგველაშვილმა ახლადდანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ჟენევაში მოქმედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს დღის წესრიგი და პრიორიტეტები განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ვიქტორ დოლიძეს შემდგომ საქმიანობაში წარმატება უსურვა. ვიქტორ დოლიძე ახალ თანამდებობაზე მუშაობას 2018 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.85
  • 3.27
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45