უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე

სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017 - 13:40

თუ პოროშენკო ხიხია და ცუდი კაცია, მას შერჩეული ეყოლებოდა ასევე ხიხია და ცუდი მოსამართლე, რომელიც ოთხ კედელში, ბორკილდადებულს გამოამწყვევდა სააკაშვილს. მაშ რა მოხდა?.. რატომ არ დაამაყოფილა მოსამართლე ცოკოლმა ლუცენკოს უწყების მოთხოვნა?.. ნამუსმა შეაწუხა ქ-ნი? პოროშენკის ზარებს აღარ უპასუხა?.. უცებ გა-სამართლიანდა?.. რა დაემართა პოროშენკოს მოსამართლეს? ვერ გათვალა ბოლო დეტალი პოროშენკომ? რეალურად, ქ-ნი მოსამართლე სულაც არ შეცვლილა... ის მზად იყო, შეესრულებინა დავალება... დაეტოვებინა სააკაშვილი საპატიმროში. უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც. სავარაუდოა, რომ პოროშენკომ მიიღო ზარი... რომელშიც მას ღიად უთხრეს, რომ ოთხი კედელი სააკაშვილისათვის იქნებოდა თავად პოროშენკოს სწრაფი დასასრულის დასაწყისი. შესაბამისად, პოროშენკომ ისევ დაიხია უკან. ხოლო მოსამართლე - ჯალათად გამზადებული, იქცა დემოკრატიის კუნძულის ლიდერად, - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.58
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.42
  • 1.52