პატიმრობიდან გათავისუფლებული მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

სამშაბათი, 12 დეკემბერი, 2017 - 00:08

პატიმრობიდან გათავისუფლებული საქართვველოს ყოფილი პრეზიდენტი და პოლიტიკური პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს.

სააკაშვილი პირველ რიგში,  მადლობას უხდის "დღევანდელ გმირს",  - პეჩორის სასამართლოს  მოსამართლე ლარისა ცოკოლს,  რომელმაც, როგორც სააკაშვილი წერს, წარმოუდგენელ ზეწოლას, რომელიც პოროშენკოსგან მოდიოდა, წინააღმდეგობა გაუწია, ძალა და გამბედაობა გამოიჩინა და ნამდვილად სამართლიანი და პატიოსანი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლითაც ახალი უკრაინა შენდება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს დამთავრებისთანავე, ინფორმაცია გავრცელდა, რომ იური ლუცენკოს უწყებაში  სკანდალურ პროკურორ კონსტანტინე კულიკს დაევალა,  შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს და მისი  შინაპატიმრობა მოითხოვოს, "რათა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა შეიზღუდოს", - წერს სააკაშვილი.

"მივმართავ ჩემ საყვარელ უკრაინელებს, ყველა საერთაშორისო საზოგადოებას, არ დაუშვან უკანონობა არა მხოლოს ჩემს მიმართ, არამედ ყველა პოლიტპატიმრის მიმართ, რომლებიც პოლიტიკურ ზეწოლასა და პოროშენკოს ძალადობას განიცდიან. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება! თითოეული ასეთი ინციდენტი  მხოლოდ უფრო მეტად აღაშფოთებს  თავისუფლებისმოყვარე უკრაინელი ხალხს!", - ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.55
  • 3.11
  • 3.5
  • 0.05
  • 0.67
  • 1.5