2017 წლის ადამიანის უფლებების დამცველის ტიტულის მფლობელი ანა ნაცვლიშვილი გახდა

ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2017 - 21:41

საქართველოს უზენაეს სასამართლოში ადამიანის უფლებების საუნივერსიტეტო კვირეული საზეიმოდ დაიხურა, სადაც 2017 წლის ადამიანის უფლებების დამცველი დააჯილდოვეს.

2017 წელს გაწეული საქმიანობისა და აღნიშნულ სფეროშო მიღწეული წარმატებებისათვის 2017 წლის ადამიანის უფლებების დამცველის ტიტული საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მოიპოვა.

ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული უკვე მეოთხე წელია ტრადიციულად ტარდება. დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ ღინისძიების მონაწილეებმა სექსუალური შევიწროების შესახებ დისკუსიია გამართეს და იმსჯელეს სექსუალური შვიწროების საკანონმდებლო რეგულირებაზე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართლის მიხედვით.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ნორთვესტის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ), თბილისისი თავისუფალი უნივერსიტეტის, გრიგოლ რობაქიძს სახელობის და საქართველოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები: თამარ გურჩიანი, ბრიჯით არიმონდი, ეკატერინე ლომთათიძე, ანა ფირცხალაიშვილი, მალხაზ ბეგიაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წამომადგენელი ლორა ბერგერი.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.03
  • 3.43
  • 0.04
  • 0.65
  • 1.45