საპარლამენტო დელეგაცია სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ლონდონში ვიზიტად იმყოფება

ორშაბათი, 11 დეკემბერი, 2017 - 11:54

 დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით ლონდონში იმყოფება.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ტომ ტუგენდჰატთან, ლორდთა პალატაში საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ლორდ ჰოუელთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელთან ჯონათან ჯანოგლისთან და მეგობრობის ჯგუფის წევრებთან, ასევე ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ ანტონი სმიტთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საელჩოში გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება - „მეოთხედი საუკუნე, ბრიტანეთი-საქართველო“, რომელსაც სტუდენტები, ბრიტანულ-ქართული საზოგადოების წარმომადგენლები, ლონდონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში ბრიტანეთის ყოფილი ელჩები დაესწრებიან. დღეს ასევე, დაგეგმილია ოლივერ უორდროპის საფლავზე მემორიალური ქვის გახსნის ცერემონიალი, რომელიც ქართველი ხალხის სახელით გაიხსნება.

ლონდონში, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები კახაბერ კუჭავა და დიმიტრი ცქიტიშვილი იმყოფებიან.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3.11
  • 3.52
  • 0.04
  • 0.67
  • 1.5