ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც - გიორგი მარგველაშვილი

, 10 დეკემბერი, 2017 - 12:24

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

"1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების წევრმა ქვეყნებმა მიიღეს ისტორიული დოკუმენტი „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. მას შემდეგ დეკლარაციის სულისკვეთება მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამედროვე პოლიტიკის მიზნებსა და ხასიათს. ნებისმიერი ხელისუფლება იმის მიხედვით ფასდება და განისჯება, თუ რამდენად ერთგულებს უმთავრეს ეთიკურ პრინციპს: „ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით“. ადამიანის უფლებები ზოგადად - პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკოლოგიურ და ა.შ. უფლებათა მთლიანობას წარმოადგენს. მხოლოდ მისი სრულად აღიარებისა და განხორციელების შემთხვევაში გვაქვს თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება. საქართველოს კონსტიტუცია ამკვიდრებს და იცავს ამ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს.

სამწუხაროდ, არც ერთი საზოგადოება არაა სრულად თავისუფალი სხვადასხვა მოტივებით ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებისაგან. თუმცა უდავოა, რომ ამ თვალსაზრისით ხალხისა და ხელისუფლების ერთსულოვნებას, საერთო მიუღებლობას ყოველგვარი ჩაგვრისა და ძალადობისა და, ამავდროულად, ტოლერანტობის ატმოსფეროს დამკვიდრებას მინიმუმამდე დაჰყავს მსგავსი მოვლენები.

ამიტომ, თანასწორობისა და თავისუფლების იდეალთა ჩვენ ყოველდღიურობად ქცევა საზოგადოების თითოეული წევრის უწყვეტ ძალისხმევას ითხოვს. ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ სხვათა უფლებების დაცვით ვიცავთ საკუთარ უფლებებსაც", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.43
  • 3
  • 3.45
  • 0.04
  • 0.59
  • 1.43